GE

მეგობრობის რეიტინგი: რომელმა პროფესიულმა კოლეჯმა შექმნა სტუდენტებისთვის ყველაზე მეგობრული გარემო

პროფესიულ სტუდენტებს სამსახური თავად პოულობს! სწორედ ამ მიზანს ემსახურება EDU.ARIS.GE-ს პლატფორმა „დაჩექინდი“, რომელიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის შეიქმნა. ეს არის პროფესიული განათლების სტუდენტსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების მარტივი შესაძლებლობა. კერძოდ, „დაჩექინების“ შედეგად, კურსდამთავრებული ან სტუდენტი მოხვდება პროფესიული განათლების მქონეთა ბაზაში, რომლის გამოყენებითა და EDU.ARIS.GE-ს დახმარებით ათობით მსხვილი დამსაქმებელი მიიღებს მისთვის სასურველი კადრების შესახებ ინფორმაციას.

„დაჩექინება“ 2018 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დროისათვის უკვე 478 ადამიანია რეგისტრირებული და პროცესი ისევ გრძელდება.

პროფესიული სასწავლებლების დაჩექინებული სტუდენტების რაოდენობით, ამ დროისთვის სამი ლიდერი კოლეჯიც გამოიკვეთა.

სრული სიის ნახვა – დიდების დარბაზი

პირველი ადგილი: საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“

მეორე ადგილი: საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“

მესამე ადგილი: საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“

მოძებნე შენი კოლეჯი და დაჩექინდი შენც!
შეუერთდი პროფესიონალთა გუნდს დამსაქმებელთათვის განკუთვნილ ბაზაში!

რას ნიშნავს?

„დაჩექინება“ ნიშნავს ადამიანის რეგისტრაციას EDU.ARIS.GE-ზე შექმნილი პროფესიული სასწავლებლის სპეციალურ გვერდზე, ფეისბუკის ანგარიშის გამოყენებით, მარტივად, 1 წუთში.

რას მაძლევს?

თქვენსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – „დაჩექინების“ შედეგად, მოხვდებით პროფესიული განათლების მქონე სტუდენტების ბაზაში, რომლის შესახებ ჩვენ ათობით მსხვილ დამსაქმებელს მივაწვდით ინფორმაციას.

ეს მომსახურება კი სტუდენტისათვის უფასოა.

საკომუნიკაციო პლატფორმა „დაჩექინდი“ edu.aris.ge-ზე

კოლეჯების საძიებელი

პროგრამების საძიებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური