GE

რა რეკომენდაციები აქვს „სასკოლო კვლევების ცენტრს“ ჯეჯელავას ახალი სტრატეგიის წარდგენის შემდეგ

განათლების განვითარების ხედვა, რომელიც ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებას პირადად წარუდგინა, ჯერ დოკუმენტის სახით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი შეფასებები დაწყებულია.

საკითხს EDU.ARIS.GE-სთან გამოეხმაურა „სასკოლო კვლევების ცენტრი“ და განათლების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები გაგვიზიარა:

„სასკოლო კვლევების ცენტრი“  საჭიროდ მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ  ალექსანდრე ჯეჯელავას  მიერ განათლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციისას გამოთქმულ რამდენიმე ინიციატივას. საყურადღებო და საინტერესო ინიციატივად მიგვაჩნია შემდეგი:

I   “შევეცდებით, რომ მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ” ალექსანდრე ჯეჯელავა

II  „ ვაპირებთ, რომ ეს სკოლები იყოს კულტურული ცენტრები ამ სოფლებში. სკოლებში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, კომპიუტერის ცენტრი, უცხო ენების ცენტრი და ა.შ.”,

III  „ ჩვენი შვილები ექსკურსიაზე სავალდებულო წესით წელიწადში რამდენჯერმე დადიან, მაგრამ ამ ექსკურსიებს არ აქვთ შემეცნებითი ხასიათი, ან მინიმალური შემეცნებითი ხასიათი აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის პატარა შემეცნებითი შესავალი და მეტი გემრიელი წახემსება და თამაში ბავშვებს შორის“

გამომდინარე იქიდან,  რომ  განათლების მინისტრის გამოთქმული მოსაზრებები სკოლების განვითარების შესახებ,  ჩვენი ცენტრის ხედვებს ეხმიანება (ჩვენი ხედვა   იმაზე თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის ქართული სკოლები მოცემულია 2015 წელს ჩაწერილ ვიდეოში ) გვიჩნდება მოლოდინი, რომ არსებობს მზაობა  ინიციატივების პრაქტიკაში განსახოცილებლად, ამიტომ, შესაფერის მომენტად მივიჩნიეთ უფრო კონრეტულად ჩამოვაყალიბოთ  რამდენიმე  რეკომენდაცია:

რეკომენდაცია#1

როგორც  ზემოთ ვნახეთ, მინისტრი თავის განცხადებაში  ამბობს, რომ სახელმწიფო აპირებს  გარკვეულ კლასებში მოსწავლეებს  მეტი თავისუფალ დრო მისცეს,  ნაკლები სასკოლო დატვირთვის ხარჯზე:  ცენტრი დადებითად აფასებს მინისტრის აღნიშნულ ინიციატივას,  გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული  რეკომენდაცია: კარგი იქნება თუ სკოლებში დღეში 4 გაკვეთილზე მეტი არ ჩატარდება. ასევე აუცილებელია სახელმწიფომ მოსწავლეებს, სკოლების საშუალებით, გამოთავსუფლებული დროისა და რესურსის ნაცვლად, უფასოდ შესთავაზოს ე.წ წრეები(ცეკვის წრე,ცურვის წრე, მხარტვრობის წრე და ასე შემდეგ) მოსწავლეთა მიდრეკილებების შესაბამისად. ეს საშუალებას მისცემს ყველა სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი განათლების ყველა საშუალებაზე. ნამდვილი განათლება არ გულისმობს მხოლოდ ტრადიციული საგნების სწავლას, თუ  გარდნერის „მრავალმხრივი ნიჭის თეორიას“ მოვიშველიებთ  ადამიანებს 7 სხვადასხვა სახის ინტელექტი აქვთ,  აქედან, დღევანდელი სკოლა თავისი ტრადიციული გაკვეთილებით მხოლოდ  2 – 3  ნიჭის ვარჯიშს გულისხმობს,  დანარჩენი ყურადღების მიღემა რჩება.  უფასო წრეების არსეობობა  ყველა მოსწავლეს მისცემს  საშუალებას  თავისი ბუნებრივი მიდრეკილებების აღმოჩენისა დაა  განვითარების საშუალებას, დღეს ამის შესაძლებლობა მოსწავლეთა დიდ ნაწილს უსახსრობის გამო არ აქვს.

რეკომენდაცია #2

მინისტრამა ასევე განაცხადა, რომ სკოლები უნდა იქცეს „კულტურულ ცენტრებად უბნის მასშტაბით“  ეს ინიციატივაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ხედვას,  იმის შესახებ, რომ სკოლები გადაიქცეს განმანათლებლობის ჰაბად უბნების დონეზე:

დღეის მდგომარეობით, სასწავლო დროის შემდეგ, სკოლის შენობები და რესურსი (რომელიც დღეს სკოლების უმარვლესობაში  გამოუყენებელია) სრულიად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც მოსწავლეების, ასევე, ამავე უბნის მცხოვრებთა მიერ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად. პროექტებში მოსწავლეთა ჩართვაც იქნება აუცილებელი. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან არა მარტო სოფლის სკოლებში.

რეკომენდაცია #3

ეხება სასკოლო ექსკურსიებს: ცენტრს მიაჩნია, რომ სასკოლო ექსურსიები უნდა გახდეს  სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, მოსწავლეები ერთი ქალაქიდან მეორეში უნდა მიემგზავრებოდნენ არა ერთი დღით, არამედ უფრო ხანგრძლივად. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის კულტურულ   დაახლოებას, ტოლერანტობას სკოლები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.  ექსკურსია არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ისტორიული ძეგლების მონახულებას ეს მოსწავლეებს შორის ყოველდღიური ყოფის გაზიარებას უნდა ნიშნავდეს, რასაც  დიდი საგანმანათლებლო მნიშნელობა ექნება.

რეკომენდაცია # 4

მეოთხე რეკომენდაცია შეეხება ტექნოლოგიებს, რაზეც ხშირად არის საუბარი სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობის მხრიდან:

ამ კუთხით, ცენტრის რეკომენდაცაა სახელმწიფოს მხრიდან  განხორციელდეს პროგრამა, რომელის განხორციელებითაც  ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვება პროექტორით და შესაბამისი ტექნიკით, რათა მასწავლებელმა შეძლოს თანამედროვე რესურსების გაკვეთილზე გამოყენება.  ეს ფინანსურად არ დაჯდება  იმაზე მეტი, ვიდრე  ე.წ.“ ბუქების“ პროგრამა.

მოსწავლეები ელექტრონული წიგნებით და მსუბუქი ჩანთებით უკვე 2017 წლიდან ისარგებლებენ

მინისტრი – შევეცდებით, რომ მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური