GE

„რატომ გვაცლის ლუკმას პირიდან ბატონი ჯეჯელავა?“ – რეპეტიტორები, აბიტურიენტები და მშობლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ

„რა გარანტიას მაძლევს ჯეჯელავა, რომ დაფინანსება მართლაც მხოლოდ ცოდნაზე იქნება დამოკიდებული? როგორ შეამოწმებს რამდენად სწორად წერენ ქულებს ლექტორები? როგორ დაადგენს გამოცდებზე მაღალი ქულა სტუდენტმა თავისი ცოდნის ხარჯზე მიიღო თუ გადაიწერა?“

შედეგად აბიტურიენტებს აღარ ექნებათ სტიმული გამოცდებისათვის კარგად მოემზადონ და მათი მთავარი საზრუნავი უკვე არა მაღალი შედეგების ჩვენება, არამედ  ბარიერის გადალახვა იქნება, რათა როგორმე სტუდენტები გახდნენ, გრანტისთვის კი შემდეგ იზრუნებენ.

აბიტურიენტები, მათი მშობლები და რეპეტიტორები განათლების მინისტრის დაანონსებულ ცვლილებას სტუდენტთა გრანტის ახლებური წესით გადანაწილების თაობაზე უსამართლოს უწოდებენ და მთელ რიგ უარყოფით შედეგებზე საუბრობენ, რაც, მათი აზრით, სიახლის დანერგვას მოჰყვება. ამბობენ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას კარგად გააზრებული არ აქვს ის ყველაფერი, რაც ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს.

აბიტურიენტების თქმით, ისინი, უკვე მერამდენედ, საცდელ ბაჭიებად იქნენ გამოყენებულნი. მათი აზრით, უსამართლობაა, როდესაც იგებ, რომ შესაძლოა ყველაფერი მთლიანად შეიცვალოს და გაწეული შრომა ამაო აღმოჩნდეს. მიიჩნევენ,  რომ მსგავსი მნიშვნელოვანი სიახლეები დიდი ხნის განმავლობაში უნდა მზადდებოდეს და დაფინანსების წესი არ უნდა იცვლებოდეს მათთვის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე 2017 წელს გადის.

unnamed (1)ჟუჟუ ყუშიტაშვილი 154-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.  ამბობს, რომ სიახლე მისთვის მოულოდნელი იყო და იგი აბიტურიენტებზე მორგებული არაა.

„ეს ჩვენთვის ოთხი წლის გარანტი იყო. ვიცოდით რომ თუ ეროვნულებზე კარგ შედეგს დავაფიქსირებდით, განსაკუთრებით უნარებში, სახელმწიფო სწავლას სრულად დაგვიფინანსებდა. ახლა კი ვემზადებით იმისთვის, რომ მაქსიმუმ ერთი კურსი დაგვიფინანსდეს.

„მე ეროვნულებისთვის მზადება საკმაოდ ძვირი მიჯდება, თუმცა ეს თანხა ოთხი წლის გარანტად მიღირდა. ახლა კი ვიგებ, რომ ამ გადახდილი თანხის სანაცვლოდ მხოლოდ ერთი წელი დამიფინანსდება. მაშინ როცა, ამ თანხით სტუდენტობისას მინიმუმ ორი კურსის საფასურის გადახდა შემეძლო. ვფიქრობ, ახლა ამ ცვლილების განხორციელება ჩვენი, აბიტურიენტების ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს და სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება.

„თუ გრანტს ვერ აიღებ ეროვნულებზე, მაგრამ გაქვს პრეტენზია რომ კარგად სწავლობ და დაფინანსებას იმსახურებ, სხვა გზებიც არსებობს – სტიპენდია, შიდა დაფინანსება. წარმატებულ სტუდენტებს მათი მიღება შეუძლიათ,“ – ამბობს ჟუჟუ.

მისივე თქმით, შედეგად აბიტურიენტებს აღარ ექნებათ სტიმული გამოცდებისათვის კარგად მოემზადონ და მათი მთავარი საზრუნავი უკვე არა მაღალი შედეგების ჩვენება, არამედ  ბარიერის გადალახვა იქნება, რათა როგორმე სტუდენტები გახდნენ, გრანტისთვის კი შემდეგ იზრუნებენ. ეს კი, ჟუჟუს აზრით, საშუალო სტატისტიკურ მაჩვენელებსა და განათლების ზოგად დონეზე არცთუ დადებითად აისახება – აბიტურიენტების მიერ ნაჩვენები შედეგები ყოველწლიურად დაიწევს.

„ჩვენ განსაკუთრებით ცუდ დღეში ვართ, ვერც შევეშვებით, რადგან ჯერ არ ვიცით რა და როგორ დამტკიცდება,  არადა შეიძლება სულ ტყუილად გადავყარო ამდენი ფული,“ – ამბობს იგი.

მოსაზრებას კიდევ ერთი აბიტურიენტი, მარიამ წიკლაურიც იზიარებს. ამბობს, რომ მინისტრის ინიციატივა მათ  ბრძოლისათვის მოტივაციას უკარგავს.  ჯეჯელავას  არგუმენტი, რომ  კარგ სტუდენტს, რომელმაც გამოცდებზე სხვადასხვა მიზეზის გამო გრანტი ვერ აიღო,  მთელი 4 წელი სწავლის საფასურის გადახდა არ უნდა უწევდეს, მისთვის მიუღებელია. აღნიშნავს, რომ ასეთი სტუდენტებისათვის უკვე არსებობს გამოსავალი.

unnamed (2)„საგრანტო გამოცდაზე გასვლა ოთხი წლის მანძილზე შესაძლებელია და ვისაც გრანტი უნდა შემდეგ წლებში აიღებს კიდეც. ამდენი ექსპერიმენტი მოსწავლეებზე ძალიან ცუდია. გამოცდებისგან ისედაც დაზაფრულ აბუტურიენტებს საქმეს კიდევ უფრო  გვირთულბენ“, – მიიჩნევს  მარიამი.

აბიტურიენტები კიდევ ერთ უსამართლობაზე ამახვილებენ ყურადღებას – უნარების გამოცდაში ნაჩვენებ შედეგზე დამოკიდებულ გრანტზე. ამბობენ, რომ არ შეიძლება დაფინანსებას ის საგანი წყვეტდეს, რომლის ნაწილიც სკოლაში საერთოდ არ ისწავლება. ამით, მათი თქმით, იმ მოსწავლეებს, რომელთაც რეპეტიტორთან სიარულის საშუალება არ აქვთ, დაფინანსების აღების შანსს არ უტოვებენ.

„თუ ამ საგნის ჩაბარება აუცილებელია სკოლაში ბოლო წელს მაინც უნდა ისწავლებოდეს. არიან მოსწავლეები, რომლებსაც უნდათ ჩაბარება, მაგრამ არ აქვთ საშუალება უნარებში მოემზადონ. რა უნდა ქნან, არ ჩააბარონ? მითუმეტეს, რომ გამოცდებს ყოველ წელს ართულებენ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ საცდელი ობიექტები უფრო ვართ, ვიდრე მოსწავლეები. ეს წესები ჩვენზე უნდა იყოს  მორგებული და არა ცდებზე დამყარებული,“ – დასძენს მარიამ წიკლაური.

unnamedგიორგი ნაზღაიძე (თბილისის #11–ე საჯარო სკოლის მოსწავლე) : „ამ სიახლით  ეროვნული გამოცდები ძალას და აზრს კარგავს.  პროიორიტეტი შემდგომში მიღებულ ქულებს ენიჭება.  უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წარმატებული სტუნდეტები ისედაც იღებენ სტიპენდიას. ამიტომ დაფიფნანსების სისტემის შეცვლა უსამართოლოდ მიმაჩნია“.

ინიციატივით აღფრთოვანებულები არც მშობლები არიან. ამბობენ, რომ მათთვის ერთის მხრივ გასაგებია სამინისტროს სურვილი -რესურსები უფრო გონივრულად დახარჯოს, მაგრამ აქვე იმასაც დასძენენ, რომ იგი ვერ შეძლებს თითოეულ უმაღლეს სასწავლებელში გააკონტროლოს თუ რამდენად ობიექტურად დაწერენ ლექტორები ქულებს და შესაბამისად, რამდენად სამართლიანად გადანაწილდება დაფინანსება.

„ჩემმა უფროსმა შვილმა უნივერსიტეტი რამდენიმე წლის წინ დაამთავრა, უმცროსი კი წელს აბარებს. იქიდან გამომდინარე, თუ რა ხდებოდა უმაღლესში მაშინ, როცა იქ უფროსი შვილი სწავლობდა, ნამდვილად არ მაქვს იმის იმედი, რომ მინისტრის ეს ახალი იდეა წამრატებით იმუშავებს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველანაირი ლექტორი არსებობს – კარგიც და ცუდიც, მცოდნეც და ზარმაციც. ჩემ შვილსაც ყავდნენ ლექტორები, რომლებიც ქულებს გაუგებარი ნიშნით წერდნენ -ზოგი საჩუქრების სანაცვლოდ, ზოგი პირადი სიმპათიების, ზოგი „დარეკვებისა“ და „ჩარევების“ შედეგად,  და ა.შ. ასეთები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. რა გარანტიას მაძლევს ბატონი ჯეჯელავა, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება და დაფინანსება მართლაც მხოლოდ ცოდნაზე იქნება დამოკიდებული? როგორ შეამოწმებს რამდენად სწორად წერენ ქულებს ლექტორები? როგორ დაადგენს გამოცდებზე მაღალი ქულა სტუდენტმა თავისი ცოდნის ხარჯზე მიიღო თუ გადაიწერა? უამრავი კითხვა მაქვს და პასუხები – არა.

„იქნებ სანამ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ განაცხადებენ, მანამდე საკითხი კარგად შეისწავლონ ხოლმე, დეტალური ხედვა წარმოგვიდგინონ და არა  ორი წინადადებით ჩამოყალიბებული ინიციატივა,“ – აცხადებს ნაზი ხომერიკი, რომლის შვილიც წელს  სამედიცინო ფაკულტეტზე გეგმავს ჩაბარებას.

განათლების მინისტრს ბევრი რამ რომ აქვს განსამარტი, ამას EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას რეპეტიტორებიც აცხადებენ. ამბობენ, რომ  თუკი ეროვნული გამოცდებით აბიტურიენტებს მხოლოდ ერთი წელი დაუფინანსდებათ, აღარ ექნებათ დაინტერესება, რომ კარგად მოემზადონ. ეს კი მათზე და მათ ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

„რატომ ივლის ჩემთან მოსწავლე, რატომ მოიკლავს თავს მეცადინეობით, თუკი ეცოდინება, რომ შეუძლია ჩაბარების შემდეგ, გაცილებით იოლად და სხვადასხვა ხერხებით მოიპოვოს გრანტი? ვიცი, რომ განათლების სამინისტრო, ჩვენი, რეპეტიტორების არსებობას საერთოდ არასაჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ მაშინ იქნებ ლუკმა-პურის საშოვნელად ალტერნატიული გზაც შემოგვთავაზოს.

„ჩემ ოჯახში ერთადერთი შემომტანი ვარ. მოსწავლეებისაგან აღებული კაპიკები ჩვენთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და რატომ გვაცლის ლუკმას პირიდან ბატონი ჯეჯელავა?“ – აცხადებს ქალბატონი 17-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე ქალბატონი მაკა, რომელიც აბიტურიენტებს ზოგად უნა-ჩვევებში ამზადებს.

მოგეხსენებათ, 2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლება. როგორ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, გრანტის მოსაპოვებლად მთავარი ეროვნულ გამოცდებში ნაჩვენები შედეგი აღარ იქნება და  აბიტურიენტებს მისთვის  ბრძოლა ყოველ წელს თავიდან მოუწევთ.

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაზარდოს იმ სტუდენტების რიცხვი, ვინც ნიშნის მომატებას მოითხოვს“

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

„გაუგებარია როგორ იმოძრავებს ფული, როცა მობილობით სტუდენტი ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადავა“

„სასწავლო გრანტის გაგრძელებაცა და თანადაფინანსების პროცენტიც ბაკალვრიატის შეფასებებთან უნდა იყოს კავშირში“

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური