GE

რომელია სწორი: რაგბის ვთამაშობ თუ რაგბს ვთამაშობ? – ფუძის კვეცა გრამატიკულ ცნობარში

გრამატიკული ცნობარის დღევანდელ გაკვეთილზე კვეცაზე, უკვეცელ სახელებსა და გამონაკლისებზე ვისაუბრებთ. რომელი ხმოვნები იკვეცება და რომელ ბრუნვაში ხდება ფუძის კვეცა? რომელია სწორი – კაფეს თუ კაფის? იუბილის თუ იუბილეს? ცისარტყელას თუ ცისარტყელის? ალაბამას თუ ალაბამის? ცნობარში მოკლედ, მარტივად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული კვეცასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხი.

წესი: ფუძის ბოლო ხმოვნის დაკარგვას კვეცა ეწოდება.

იკვცებ და ხმოვანი მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში.

ა-ზე დაბოლოებული სახელები ებ-იან მრავლობითში ყველა ბრუნვაში იკვეცება, ე-ზე დაბოლოებული – არა!

კვეცადია

არსებითები, ზედსართავები, რიცხვითები და საწყისები, რომელთა ფუძე  და ხმოვანზე ბოლოვდება.

იკვეცება ა-სა და ე-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელებიც;

სწორია: ჯორჯია-ჯორჯიის, ალაბამა-ალაბამის, რაჭა-რაჭის, აჭარა-აჭარის…

გამონაკლისი:

ფუძიანი საზოგადო სახელებიდან არ იკვეცება ის სახელები, სადაც მაწარმოებელია: დედოფალა, ცისარტყელა, წითელა, ნიბლია, ჭრიჭინა…

სწორია: ცისარტყელას ფერები; ნიბლიას ფრთები; ჭრიჭინას ჭრიჭინი

არ იკვეცება უცხო ენებიდან შემოსული ე-ზე დაბოლოებული საზოგადო სახელები: ტირე, იუბილე, ატელიე, ჟელე, კაფე და ა.შ.

სწორია: იუბილეს შესახებ; კაფეს გვერდით; ატელიეს კარი

უკვეცელია:

  • , უ და -ზე დაბოლოებული

გამონაკლისი – ღვინო. (ნათესაობითში: ღვინის, მოქმედებითში: ღვინით)

  • ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები, თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვიყენებთ:

თუ იგულისხმება საკუთარი დედა, მამა, ბებია, ბაბუა – არ ვკვეცთ.

თუ ზოგადად, დედა – ვკვეცთ.

სწორია: მამას კაბინეტი დავალაგე ( მთქმელი გულისხმობს საკუთარ მამას);

მამის ამაგი ფასდაუდებელია ( მთქმელი გულისხმობს ზოგადად – მამას);

  • კნინობით-ალერსობითი მაწარმოებლები, რომლებიც სახელებს დაერთვის, მხოლობითში უკვეცელია, მრავლობითში – კვეცადი;

სწორია: დათუნასი, დათუნიათი, ჩიტუნასი, ჩიტუნიასი;

დათუნიები, ჩიტუნები…

  • ადამიანთა საკუთარი სახელები უკვეცელია;

გახსოვდეთ:

უცხო გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორიგინალის ენაზე ი-ზე ბოლოვდებიან, ქართულად გადმოცემისას ფუძისეულ ი-ს ინარჩუნებენ;

სწორია: დელი – დელიში, ჰელსინკი – ჰელსინკიში

უცხო ენიდან დამკვიდრებული სიტყვები:ტაქსი და რაგბი ი-ხმოვანს არ მოიკვეცენ ბრუნვის ნიშნის ან თანდებულის დართვის დროს;

სწორია: ტაქსი-ტაქსიში, ტაქსიმ; რაგბი – რაგბის ვთამაშობ, რაგბიში მოვიგეთ;

სწორია – ცისარტყელას ფერები და არა ცისარტყელის ფერები; ჯორჯიის შტატი და არა ჯორჯიას შტატი; ტაქსიში ვჯდები და არა ტაქსში ვჯდები; რაგბის ვთამაშობ და არა რაგბს ვთამაშობ; ჭრიჭინას ხმა და არა ჭრიჭინის ხმა.

რომელია სწორი: ლიმნის თუ ლიმონის? – ფუძის კუმშვა გრამატიკულ ცნობარში

სხვადასხვა საკითხი თუ სხვადასხვა საკითხები? – გრამატიკული ცნობარი

ზმნისწინთა მართლწერა – გრამატიკული ცნობარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური