GE

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების ვადები განისაზღვრა – პრემიერ-მინისტრის დადგენილება

უფროსი სპეციალური მასწავლის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგები გამოცდას 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბარებენ, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩატარების ბოლო ვადა კი 2024 წლის 1 იანვარია – ახალ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მარტს მოაწერა ხელი, რითაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდების დაორგანიზებისთვის სწორედ ზემოაღნიშნული პერიოდი განესაზღვრა.

დადგენილების თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 42-ე მუხლის ის პუნქტი, რომელსაც ცვლილება შეეხო, ასე ჩამოყალიბდა:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას – არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა“.

ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა. შედეგად, სპეციალური მასწავლებლები სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა 2021 წელს პირველად ჩატარდა, რის შემდეგაც, სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდას ყოველწლიური სახე მიეცა, რაც სტატუსის ამაღლების მსურველებისთვის კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობაა.

ასევე იხილეთ:

რა აუცილებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს მაძიებელმა მასწავლებელმა eSchool-ში – ინსტრუქციის ანალიზი და შეფასება

„საგამოცდო პროგრამა სცდება პედაგოგის ძირითად საქმიანობას“ – 2022 წლის სტატუსის ასამაღლებელ გამოცდას პეტიცია მიეძღვნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური