GE

ჩემი წიგნი  – რუბრიკის სტუმარია ჯანსუღ ჩარკვიანი

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი:

-რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან თქვენზე?

-12 წლის ვიყავი ბაბუამ მიხეილ ჯავახიშვილის წიგნი რომ მომცა და გამაფრთხილა – „ეს წიგნი წაიკითხე, ოღონდ არავინ გაიგოს რომ ჩვენთან არისო“. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი გავიგე. ის განცდები ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, 13 წლის რომ ვიყავი და კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ წავიკითხე, საოცრება იყო. მე ძალიან გამიმართლა მშობლებში, აუცილებელია დედა და მამა გიწყობდნენ ხელს და გეუბნებოდნენ რომ „შვილო, წიგნი წაიკითხე“, ასე მეხვეწებოდნენ, მეუბნებოდნენ „დავით კლდიაშვილი ნახე“, „შენ რომ აკაკის წაიკითხავ, მაშინ მიხვდები რა არის პოეზია“. ჩემთვის მაგალითად პირველი და მეორე აღარ არსებობს, არიან გენიალურები და ბრწყინვალე ადამიანები. ვერ გეტყვით ვაჟა სჯობს თუ აკაკი, აკაკი თუ ილია. ბავშვმა თუ არ იცის ვინ არის იაკობ გოგებაშვილი დავიღუპეთ. გასულ წლებში ვნახე „დედა ენა იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“, სირცხვილი არაა ბიჭო, მიხედვა სჭირდება ამ კაცს?

ჯანსუღ ჩარკვიანის თქმით, იგი დიდი დოზით ეცნობოდა ქართულ ლიტერატურასთან ერთად რუსულ ლიტერატურასაც.

„ასევე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ. აი, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ გენიალურ ადამიანებზე ვარ გაზრდილი. უცხოურ ლიტერატურას იმიტომ არ ვასახელებ, რომ უპირველეს ყოვლისა შენ უნდა დასჯერდე შენსას, კარგია დედანში კითხვა თუ შეგიძლია, მაგრამ ძირითადად, უცხოურ ლიტერატურას თარგმანში კითხულობ. და ბოლოს, თუ დაიწყე კითხვა დაიწყებ და ბოლომდე იქნები, მაგრამ თუ დარჩი ინტერნეტში დარჩები და გათავებულია შენი საქმე“, – ამბობს ჯანსუღ ჩარკვიანი.

მაშ ასე, Aris.ge – განათლება გთავაზობთ იმ ავტორების ჩამონათვალს, რომელმაც ჯანსუღ ჩარკვიანზე დიდი გავლენა მოახდინეს:

  • ვაჟა-ფშაველა
  • აკაკი წერეთელი
  • ილია ჭავჭავაძე
  • დავით კლდიაშვილი
  • გიორგი ლეონიძე
  • მიხეილ ჯავახიშვილი
  • კონსტანტინე გამსახურდია
  • მიხეილ ლერმონტოვი
  • ალექსანდრე პუშკინი
  • შექსპირი
  • ჰაინრიხ ჰაინე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ელდარ შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია თემურ ჩხეიძე

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია რობერტ სტურუა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გიორგი შენგელაია

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური