GE

საავიაციო უნივერსიტეტში ახდენილი ოცნება – ოთხი წარმატებული სტუდენტის ისტორია

დღევანდელ  სტატიაში  წარმატებული  სტუდენტების ისტორიას გიამბობთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასწავლებლის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მესამე კურსელებს 19-20 წლის ასაკში უკვე საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობები აქვთ ჩაბარებული. მიუხედავად მცირე ასაკისა, მათი ნაწილი უკვე ეკიპაჟის დამხმარეა, ზოგი მგზავრის კომფორტზე ზრუნავს, ზოგი კი მიწაზე აკონტროლებს თვითმფრინავის კოორდინატებს და უშუალოდ პილოტს აძლევს მითითებებს.

თემო ჩაგელიშვილი  ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და მგზავრების უსაფრთხო ფრენას მიწიდან აკონტროლებს. საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, სამომავლოდ ავიახომალდების დაპროექტებისა დაწარმოების მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.  კარიერაში პირველ სერიოზულ ნაბიჯებს კი საქაერონავიგაციაში დგამს.

13682380_1179304305424608_1496525151_o (1),,როგორც კი სტაჟირება გამოცხადდა, მაშინვე გავაკეთე განაცხადი. კონკურსის შედეგად გავიმარჯვე და როგორც ავიამეთვალყურემ, სტაჟირება დავიწყე.  ჩემს საქმიანობაში უშუალოდ პილოტთან კავშირი შედის. მე მიწიდან ვაკონტროლებ მის სიმაღლეს და სიჩქარეს. ვუთითებ რა სიჩქარე აკრიფოს ან რა სიმაღლეზე ავიდეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველანაირად ხელს მიწყობს პრაქტიკების ეს შანსი გამოვიყენო.  ზოგადად, უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია. შარშანაც ვცადე ბედი ამ კონკურსში, თუმცა მაშინ არ გამიმართლა. უნივერსიტეტში ერთწლიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ კი,  არ გამჭირვებია კონკურსში გამარჯვება,”- ამბობს თემო.

სამომავლოდ რომელ მიმართულებას გაჰყვება ჯერ არ იცის. ამბობს რომ, ავიამეთვალყურეობა მის ძირითად პროფესიას, ავიახომალდების მშენებლობას ხელს არ უშლის და ეცდება ერთმანეთს შეუთავსოს. თუმცა, მანამდე ჩეხეთში რვათვიანი სასწავლო კურსი უნდა გაიაროს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის ადგილი, სადაც ახლა სტაჟირებას გადის, კონტრაქტით და სრული შტატით მისი გახდება.

სანდრო3ed5თემოს მსგავსად, 19 წლის არის ალექსანდრე ხუციშვილიც. საავიაციო უნივერსიტეტის მესამე კურსელი საჰაერო ხომალდების ავიონიკის და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებაზე  სწავლობს.

კითხვაზე, თუ რას გააკეთებს პროფესიით, როდესაც სწავლას დაასრულებს, ამბობს: ,,რაც თვითმფრინავში და კაბინაში ელექტრობაა უნდა შევამოწმო და გავასწორო. მის გამართულობაზე ვიქნები პასუხისმგებელი,” – სანამ ამ დიდ მისიას ჩაიბარებს, პირველი ნაბიჯები ,,საჰაერო კარიერაში” უკვე გადადგა. ალექსანდრე უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს.

“გამოსაცდელი სამთვიანი ვადა წარმატებით გავიარე და ახლა უკვე შტატში ვარ. ,,VIP Aviation” მიწისზედა მომსახურების კომპანიაა. უშუალოდ კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობა და მათი მომსახურება მევალება. ჩემი საქმიანობის სფეროა მიმოწერის კონტროლი და მათზე ოპერატიული პასუხი. როდესაც ეკიპაჟი ჩამოდის, ჩემი საქმე მათი დახმარება და გვერდში დგომაა,”- გვიყვება ალექსანდრე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იცის ამ სფეროში დარჩება თუ პროფესიით იმუშავებს, უნივერსიტეტის და იქ მიღებული ცოდნის ძალიან კმაყოფილია. ამბობს, რომ სწორედ საავიაციო უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა ეხმარება დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვას.

13866519_1179305665424472_1334787124_nმერი ლაცაბიძე 21 წლისაა, მეოთხე კურსზეა და საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მენეჯმენტის განხრით სწავლობს. ამბობს, რომ ამ ფაკულტეტის სტუდენტები სამომავლოდ  ავიაციასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებს უხელმძღვანელებენ, ან ავიაციის მენეჯერების თანამდებობებს დაიკავებენ. ყველაზე წარმატებულები კი, საკუთარ ავიაკომპანიებს გახსნიან. ეს სამომავლოდ, ამ ეტაპზე კი, მერი ხუთ თანატოლთან ერთად ,,აირზენა – ჯორჯიან ეარვეისში” ანაზღაურებად სტაჟირებას გადის.

,,ორკვირიანი სტაჟირების მერე ანაზღაურებადი სტაჟირება შემოგვთავაზეს მე და ჩემ ხუთ თანატოლს. ახლა სტაჟიორ-რეგისტრატორი ვარ. უშუალოდ ჩემი მოვალეობის სფეროა მგზავრების რეგისტრაცია, მათი დახვედრა და თუ პრობლემები აქვთ, ამ პრობლემების მოგვარება.  ვფიქრობ, ცოდნას, რასაც ახლა მივიღებ სამომავლოდ ჩემს კარიერაში გამოვიყენებ. ეს სტაჟირება უნივერსიტეტის დახმარებით გავიარე, რადგან სასწავლო პრაქტიკები უნივერსიტეტის სწავლის განუყოფელი ნაწილია. საავიაციო უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი, სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევა მომცა. დაწყებული ინგლისური ენის ცოდნიდან, დასრულებული პროფესიული ტერმინოლოგიით.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ რთულ კლიენტებთან ურთიერთობის უნარებიც უკვე გამომუშავებული გვაქვს. როდესაც ,,აირზენაში” მოვედით, თვითონაც გაუკვირდათ იმდენი რამ ვიცოდით,  ბევრი ამას მუშაობის პროცესში სწავლობს. თვითონ ,,ჯორჯიან ეარვეისშიც” ძალიან თბილად დაგვხვდნენ, ყურადღებიანები არიან და დახმარებასაც მაქსიმალურად ცდილობენ,”- ამბობს მერი.

ნიკა2c9921 წლის ნიკა გელაშვილი ამბობს, რომ მისი ბავშვობის ოცნება საავიაციო უნივერსიტეტმა რეალობად აქცია. საინჟინრო ფაკულტეტზე სამი წელი საქართველოში ისწავლა, მეოთხე წელი კი პოლონეთში, ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამით დაასრულა.

,,ბავშვობიდან ვოცნებობდი ჩემი თავი ავიაციისთვის მიმეძღვნა. იქიდან გამომდინარე, რომ საავიაციო უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში ერთადერთია, სხვაგან ჩაბარება არც მიფიქრია. ამ უნივერსიტეტმა მომცა საბაზისო უნარ-ჩვევები და რომ არა საავიაციო უნივერსიტეტი, ვერც ვარშავაში აღმოვჩნდებოდი და ახლა დასაქმებულიც არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვმუშაობ,”- გვიყვება ნიკა, რომელიც ამჟამად საქაერონავიგაციაში ავიამეთვალყურედ მუშაობს.

,,პროფესიით საჰაერო ხომალდების ელექტრული აღჭურვილობისა და რადიოტექნიკის მოწყობა მევალება. ასევე, მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი შეკეთება. თუმცა, ამ ეტაპზე „საქაერონავიგაციაში“ სტაჟირებას ავიამეთვალყურედ გავდივარ.  წინ კიდევ სწავლის 6–თვიანი პროცესი და 2–თვიანი სტაჟირებაა. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შტატში ჩამსვამენ.

საჰაერო ხომალდის მართვას პილოტი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, ამისთვის მას მიწასთან კავშირიც ესაჭიროება.  სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს ავიამეთვალყურე, რომელიც მიწაზე, კონკრეტულად კი აეროპორტში მდებარე კოშკურაში მუშაობს.  ის პილოტს აფრენა-დაფრენაში, ასაფრენ ბილიკზე მოძრაობაში, სიმაღლის და სიჩქარის განსაზღვრაში ეხმარება – ამ ეტაპზე ეს არის ჩემი საქმიანობა,”- ამბობს ნიკა გელაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

წელს სასწავლო პრაქტიკების შედეგად, საავიაციო უნივერსიტეტის 40-ზე მეტი სტუდენტი უკვე დასაქმდა. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მათი 70-80% პროფესიით საქმდება.

რა უპირატესობები აქვს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს

როგორია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები

საავიაციო უნივერსიტეტის აეროპორტ „მიმინოს“ შესაძლებლობები და პერსპექტივა

ინოვაციური კურსები ტურიზმში ევროპული დიპლომის მიღების შესაძლებლობით საავიაციო უნივერსიტეტისგან

რას სთავაზობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2016 წლის აბიტურიენტებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური