GE

„გაუგებრობები“, რომლითაც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაგვამახსოვრდება

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, საგამოცდო პროცესს, მიუხედავად იძულების წესით შეტანილი რიგი ცვლილებებისა, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გამოცდებზე გასული პირები შედეგებს გასულ წელთან შედარებით გვიან შეიტყობენ.

EDU.ARIS.GE-მ იმ მოვლენების, ფაქტებისა თუ „გაუგებრობების“ ამსახველი ინფორმაცია შეკრიბა, რომლებმაც ზაფხულის ცხელი გამოცდების მონაწილეთა ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ რომელიმე ფაქტი გამოგვრჩა, მოგვაწოდეთ და გპირდებით, რომ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. ასევე, დაწერეთ კომენტარის სახით თქვენი შეფასება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ.

მაშ ასე, მოვლენები:

მოსალოდნელი სიცხის გამო 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა – ახალი განრიგი!

აბიტურიენტები – კონდიციონერები გამოცდის დაწყებიდან მალევე გაითიშა და გამოცდის ბოლოს ჩაირთო

აბიტურიენტის ბებიის პროტესტის შედეგი – საგამოცდო ცენტრებთან სკამები დადგეს

აბიტურიენტების მთავარი კითხვა: თემურლენგი, თემურ ლენგი თუ თემურ-ლენგი – რომელია სწორი ფორმა?

ტერორიზმი კარგია? – აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდის ესეს დავალების განმარტება სხვადასხვანაირად გაიგეს

აბიტურიენტების ტესტებში მოყვანილი ტერმინის „ტერორიზმი“ მნიშვნელობაზე „ნაეკი“ განმარტებას აკეთებს

ფრაზა გამოცდებიდან: „ამ ტუალეტში შესვლას პამპერსის ჩაცმა ჯობია“

გასაჯაროვდა თუ არა გამოცდებამდე სამაგისტროს პასუხები?! – “ნაეკის” განმარტება

„ნაეკი“, სამაგისტრო გამოცდებამდე პასუხების გამოქვეყნების შესაძლო ფაქტზე, იმ აპლიკანტებს აფრთხილებს, ვინც B და C ტიპის ტესტი უნდა წერონ

ნაეკი: 2018 წლის აბიტურიენტების ბიოლოგიის ტესტის 26-ე დავალება უზუსტობას შეიცავს!

2018 წლის აბიტურიენტების პეტიცია გეოგრაფიის ტესტური დავალების წინააღმდეგ და ნაეკის პასუხი

ვის მოემატა მასწავლებელთა ინგლისური ენის გამოცდაში 1 ქულა – „ნაეკის“ განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური